ქაან ურგანჯიოღლუ დაიბადა 1981 წელს. მას უამრავ სერიალში მიუღია მონაწილეობა და თურქეთის ერთ-ერთ მოთხოვნად მსახიობად ითვლება.
სკოლის დამთავრების შემდეგ ქაან ურგანჯიოღლუ საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა. ის იქ ერთ-ერთ კოლეჯში სწავლობდა. 200 წელს კი თურქეთში დაბრუნდა და უნივესრიტეტში ჩაირიცხა.
2002 წელს ის პროდუსერმა აბდულაჰ ოგუზმა აღმოაჩინა. პირველად როლზე
2008 წელს მსახიობი ნიუ-იორკში გაემგზავრა და სტელა ადლერის სტუდიაში ოთხ თვიანი კურსი გაიარა.
მსახიობთან ურთიერთობაზე უამრავი ქალი ოცნებობს. 2012 წელს ქაანს ურთიერთობა ჰქონდა დერინ მერმისთან, მაგრამ ეს ურთიერთობა ოჯახის შექმნამდე დასრულდა. შემდეგ ქაანი აზრა აკინს ხვდებოდა.
აკინთან დაშორების შემდეგ, ქაანი ორი წელი თავისუფალი იყო. ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ის მსახიობ ზეინეპ ოიმიაკის ხვდება. წყვილი ოჯახის შექმნას აპირებს. ქაანმა საცოლე მშობლებს უკვე გააცნო.
როგორც ქაან ურგანჯიოღლუ ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს ისინი დაქორწინებას ზაფხულის ბოლოს აპირებენ. „დერინთან დაშორების შემდეგ, სერიოზული ურთიერთობების მეშინოდა, რადგან განშორება მტკივნეულად გადავიტანე.
ახლა კი ზეინეპის დანახვაც ბედნიერებას მანიჭებს. მის გვერდით ცხოვრება ჩემთვის ნამდვილი სამოთხეა. საქორწინო ცერემონიალისთვის უკვე ვემზადებით და მალე დავქორწინდებით“-აცხადებს ქაან ურგანჯიოღლუ.