13 ივლისი, 2017
ჯოლი ბრედ პიტს უფლებას არ აძლევს შვილებს დაბადების დღე მიულოცოს
გუშინ, ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ტყუპებს 9 წელი შეუსრულდათ. საჩუქრის სახით მსახიობმა შვილები დისნეილენდში წაიყვანა.
საინტერესოა, რომ თვითმხილველების თქმით ჯოლის უცნობი მამაკაცი დაჰყვებოდა: „ანჯელინა შვილებთან ერთად დროს შესანიშნავად ატარებდა და მთელი დღის მანძილზე მათ გვერდით იყო მამაკაცი, რომლის სახელს ვერ დავასახელებ, თუმცა ჰოლივუდის წრეში ის საკმაოდ ცნობილი პირია“ - კომენტარი გააკეთა დისნეილენდის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

წყაროების მტკიცებით, პიტს სურდა დრო მათთან ერთად გაეტარებინა, მაგრამ ჯოლიმ გადაჭრით განუცხადა უარი: „ბრედმა ჯოლის ძალიან თავაზიანად თხოვა, მისთვის უფლება
მიეცა ტყუპებისთვის დაბადების დღე პირადად მიელოცა, მაგრამ მან უპასუხა, რომ ამ დღისთვის გეგმა უკვე აქვთ, ამიტომ მოცდა მოუწევს“.


ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS