"გამარჯობა კოკაინო", "შენ პატარები გყავს" - დაწერეს კომენტარებში კარდაშიანის თაყვანისმცემლებმა. ერთ-ერთმა კი 2010 წლის ინტერვიუ გაახსენა, სადაც კიმ კარდაშიანმა განაცხადა, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი არასოდეს ყოფილა.
სოციალურ ქსელში ატეხილ "კოკაინის სკანდალს" კენი ვესტი გამოეხმაურა. მან თაყვანისმცემლებს უპასუხა, რომ მაგიდაზე შაქარია დაყრილი Dylan’s Сandy Shop-დან. თუმცა ამ პასუხმა თაყვანისმცემლები მაინც ვერ დააკმაყოფილა.