11 ივლისი, 2017
პრინც ჰარის და უილიამის მოგონებები დედაზე, რომელსაც უემოციოდ ვერ წაიკითხავთ
გასულ დღეებში HBO-ს დოკუმენტური ფილმის „დიანა, ჩვენი დედა: მისი ცხოვრება და მემკვიდრეობა“ დეტალები გასაჯაროვდა.

დასავლური მედიის ცნობით, ფილმი პრინც ჰარისა და პრინც უილიამის ბავშვობის ისტორიას გვიამბობს, რომელშიც პრინცესა დიანას ვაჟების ექსკლუზიური ინტერვიუებიცაა ჩართული: „დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ფილმი მაყურებელზე ნამდვილ ფურორს მოახდენს, თანაც არა მხოლოდ დიდ ბრიტანეთში“ - განაცხადა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, რომელიც სურათის პრეს-ჩვენებას დაესწრო.
Rating

ელისაბედ II-ის შვილიშვილები შოკისმომგვრელ დეტალებზე ჰყვებიან: „დედა ძალიან ჭირვეული ადამიანი იყო.  ეს იმით გამოიხატებოდა, რომ მას არავითარი მიზეზით არ სურდა
იმ წესების დაცვა, რომლებიც ბუკინგემის სასახლეში მოქმედებდა. ეს ჩვენს აღზრდასაც ეხებოდა“.
Rating
ამასთან, პრინცები საკუთარ ბავშვობას იდეალურად მიიჩნევენ: „შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ის ამქვეყნად საუკეთესო დედა იყო და მიუხედავად ყველაფრისა, ყოველთვის ცდილობდა სიყვარული ეგრძნობინებინა“ - აღნიშნა პრინცმა ჰარიმ.


ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
რეალისტი
სრულყოფილი სტატიაც ამას ქვია.
18:55 / 12-07-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS