11 ივლისი, 2017
კიმ კარდაშიანი რესტორანში საცვლებით მივიდა
არც თუ ისე დიდი ხნის წინ, კიმ კარდაშიანის საცურაო კოსტუმში გადაღებული ფოტოები გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ ვარსკვლავს იდეალური სხეული სულაც არ აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ კიმი პაპარაცებს ფოტოების სპეციალურად დამახინჯებაში სდებდა ბრალს, მან თავი ხელში აიყვანა: დაიცვა დიეტა, სპორტით დაკავდა და უკანალი დაიპატარავა.

ახლა ტელევარსკვლავი გაცილებით უკეთ გამოიყურება და ამის დემონსტრირების არ ეშინია. გუშინ ნიუ-იორკში, რესტორან Milos-ში შენიშნეს, სადაც ხავერდის მაღალწელიანი შარვლითა და შავი პიჯაკით მივიდა, რომლის შიგნითაც მხოლოდ Gucci-ის მაქმანიანი ბიუსჰალტერი ეცვა.

ის საუკეთესო
მეგობართან, ჯონათან ჩებანთან და პირად დამხმარესთანს, სტეფან შეპარდთან ერთად ვახშმობდა.


ანა გარელი

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS