07 ივლისი, 2017
ბერძენი პრინცესას მარია-ოლიმპიას ექსტრავაგანტული დაბადების დღე - წვეულების ერთ-ერთი მოთხოვნა არასტანდარტული დრეს-კოდი იყო
25 ივლისს ბერძენ პრინცესას, მარია-ოლიმპიას 21 წელი შეუსრულდა. პრინცესამ დღესასწაული ინგლისში, მამასთან, პრინც პავლოსთან ერთად აღნიშნა, რომელსაც 50 წელი შეუსრულდა.

წვეულება კონცეპტუალური იყო და 5021 Revolution ერქვა. 5021 - ორ იუბილარს უკავშირდება, Revolution კი სტუმრებზე დრეს-კოდის მოთხოვნას.


სტანდარტული სმოკინგები და საღამოს კაბები აუცილებლად უნდა გაეფორმებინათ უჩვეულო აქსესუარებით: Philip Treacy-ის ფუტურისტული თავსაბურავებით, სირაქლემას ბუმბულით.

თავად მარია-ოლიმპიამ Steven Khalil-ის მდიდრულ კაბას Gucci-ის ბოტასები დაურთო, მისმა ბიძაშვილმა, ტალინა ფან ფიუნსტენბერგმა კი, გრძელი კაბა ბუმბულიანი თავსაბურავით გაახალისა.

პერის და
ნიკოლ ჰილტონებმა მარია ანტუანეტას სტილში გადაწყვეტილი კაბები შეარჩიეს.

ინტერიერი კაბებზე არანაკლებ ექსტრავაგნტული გახლდათ.

ქალიშვილის საპატივცემულოდ პრინც პავლოსმა გულისამაჩუყებელი სიტყვაც წარმოსთქვა: „შენ ბევრი წარმოუდგენელი რამ უკვე გააკეთე, ყველას ჭკუიდან გადაყვანა შეძელი. მშვენიერი და ენერგიით სავსე ხარ - ენერგიით, რომელიც ისე მოდის შენგან, როგორც დედაშენისგან“ - თქვა პავლოსმა.

ანა გარელი





FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS