ჯინასა და სოფიას დაპირისპირების შესახებ პრესა მთელი 50 წლის განმავლობაში საუბრობდა.
"შუღლი არავისთან მჭირდება, მე ყოველთვის ნომერ პირველი ვიყავი. ზოგიერთებისგან განსხვავებით ყველაფერს ჩემით მივაღწიე, არასდროს დამხმარებია ჩემი პროდიუსერი, ყველაფერს მარტო ვაკეთებდი", ამბობს ლოლობრიჯიდა და ამით ხაზს უსვამს იმას, რომ სოფია ლორენს მისი მეუღლე და ამავდროულად მისი პროდიუსერი კარლო პონტი დაეხმარა წარმატების მიღწევაში.