03 ივლისი, 2017
ბურაქ ოზჩივიტი და ფაჰრიე ევჯენი თაფლობის თვეს მალდივიზე ატარებენ
თანამედროვე თურქული კინოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი წყვილი, ბურაქ ოზჩივიტი და ფაჰრიე ევჯენი გრანდიოზული ქორწილის შემდეგ თაფლობის თვის გასატარებლად მალდივის კუნძულებზე გაემგზავრა.

ის, თუ სად გაატარებდა წყვილი თაფლობის თვეს, თურქულ მედიაში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემა იყო, რადგან გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობების დიდი თაყვანისმცემელი, არაბი ბიზნესმენი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, ბურაქსა და ფაჰრიეს დუბაიში თაფლობის თვის გასატარებლად 2 მლნ დოლარს სთავაზობდა.

ამ ინფორმაციაზე წყვილს არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა წერდნენ, რომ ევჯენი ოცნებობდა თაფლობის თვე მალდივის კუნძულებზე გაეტარებინა,
მაგრამ ოზჩივიტი ეგზოტიკურ კურორტს ზედმეტად დიდ ფუფუნებად მიიჩნევდა, რის უფლებასაც თავს ვერ მისცემდა.

როგორც ფაჰრიე ევჯენის ფოტოზე ჩანს, მან შეძლო ძუნწი ქმრის გადაბირება და დაითანხმა, რომ თაფლობის თვე სწორედ მალდივის კუნძულებზე გაეტარებინათ, არაბი ბიზნესმენი კი უარით გაისტუმრეს.
Rating


















Rating









































"ჩემი მეორე ნახევარი, ჩემი გმირი, ჩემი სამყარო. მინდა შენთან ერთად გავიზარდო, ერთი მთლიანი გავხდეთ და გითხრა "დიახ" უკანასკნელ დღემდე. აი, ახლა უკვე ერთად ვართ" - წერს ფაჰრიე ევჯენი ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ფოტოზე.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS