30 ივნისი, 2017
ბურაქ ოზჩივიტი და ფაჰრიე ევჯენი დაქორწინდნენ - პირველი ფოტოები ვარსკვლავური წყვილის გრანდიოზული ქორწილიდან
სტამბოლში, თანამედროვე თურქული კინოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი წყვილის, ბურაქ ოზჩივიტისა და ფაჰრიე ევჯენის ქორწილი გაიმართა.
Rating

მსახიობები, ჯერ კიდევ 2017 წლის დასაწყისში დაინიშნენ და 3 წლიანი რომანი ქორწინებით, 29 ივნისს დაასრულეს.

ზღაპრული ცერემონია ბოსფორის სრუტესთან განთავსებულ კომპლექსში გაიმართა - ეს ვარსკვლავური ქორწილი თაყვანისმცემლებს დიდხანს დაამახსოვრდებათ.

თურქული მედიის ცნობით, ქორწილს 500 სტუმარი ესწრებოდა, ყველაზე ახლო ადამიანებისა და ახლადდაქორწინებულების მშობლების ჩათვლით.
Rating

ქორწილის შემდეგ, ფაჰრიე და ბურაქი თაფლობის თვის გატარებას საბერძნეთის კუნძულებზე გეგმავენ - ამისთვის წყვილმა ერთი თვით იახტაც
დაიქირავა.

თურქ მაჩოს დღესასწაული დაახლოებით 300 000 თურქული ლირა (75 000 ევრო) დაუჯდა.

ანა გარელი

Rating

Rating




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS