30 ივნისი, 2017
კიმ კარდაშიანი და კენიე უესტი ტყუპებს ელოდებიან
კიმ კარდაშიანი და კენიე უესტი ერთხმად ამბობდნენ, რომ ბევრი შვილი სურდათ. მაგრამ ორი ფეხმძიმობის შემდეგ, კიმს იშვიათი დაავადება - შეზრდილი პლაცენტა აღმოაჩნდა, რის გამოც დაფეხმძიმებას ვეღარ შეძლებს.

ამიტომ ვარსკვლავურმა წყვილმა სუროგატ დედას მიმართა. უახლესი ინფორმაციით, სუროგატი დედა უკვე ფეხმძიმედაა და ტყუპებს ელოდება.

წყაროების თქმით, მეუღლეები ამ ფაქტით ძალიან გახარებულები არიან, თუმცა კარდაშიან-უესტის ოჯახს ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.

შეგახსენებთ, რომ კიმსა და კენიეს ორი შვილი ჰყავთ. ქალიშვილი ნორტი, რომელიც 2013 წელს დაიბადა და ვაჟი
სეინტი -
დაბადებული 2015 წელს.


ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS