29 ივნისი, 2017
ჯგუფის „Иванушек International“ ერთ-ერთი წევრი გარდაიცვალა
29 ივლისის დილას, 47 წლის ასაკში ჯგუფის "Иванушки International" ყოფილი სოლისტი, ოლეგ იაკოვლევი გარდაიცვალა. ამის შესახებ მისმა კანონიერმა მეუღლემ, ალექსანდრა კუცევოლმა ინსტაგრამის საშუალებით გვამცნო.

ოლეგ იაკოვლევი 29 ივნისს, 7:05 სთ-ზე გარდაიცვალა. არტისტი მოსკოვის საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც რამდენიმე დღის წინ, ორმხრივი პნევმონიით მიიყვანეს. ჰოსპიტალიზაციის შემდეგ მომღერლის მდგომარეობა დამძიმდა, ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული.

Life -ის ცნობით იაკოვლევის გარდაცვალების მიზეზი ორმხრივი პნევმონია გახდა. ცნობილია ისიც, რომ მომღერალს ღვიძლის ცეროზის დიაგნოზიც დაუსვეს.

ТАСС-თან საუბრისას კი, ალექსანდრა კუცევოლმა
ოლეგის გარდაცვალების სხვა მიზეზი დაასახელა. "გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება გახდა. გამომშვიდობების თარიღს დამატებით გამცნობთ. დაკრძალვა არ იქნება, მოხდება კრემაცია" - განმარტა კუცევოლმა.

ოლეგ იაკოვლევი ჯგუფში "Иванушки International" 1998 წელს მივიდა. იაკოვლევისთვის პირველი სიმღერა "Тополиный пух" იყო. 2012 წელს მომღერალმა სოლო კარიერა დაიწყო, ერთი წლის შემდეგ კი "Иванушек"-დან ოფიციალურად წავიდა.

Rating






























ანა გარელი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS