28 ივნისი, 2017
ფეხმძიმე სერენა უილიამსი ჟურნალისთვის Vanity Fair გაშიშვლდა
ჟურნალის Vanity Fair აგვისტოს ნომრის გარეკანზე ფეხმძიმე სერენა უილიამსი შიშველი წარსდგა. ფოტოს ავტორი ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფი - ენი ლეიბოვიცია.

ჩოგქბურთის მსოფლიო ვარსკვლავმა ფეხმძიმობის შესახებ ავსტრალიის შემპიონატის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე შეიტყო, რომელიც იანვარში გაიმართა.

Rating

ჟურნალის სტატიაში სერენა საუბრობს, რომ ფეხმძიმობის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდა, ვიდრე ვარჯიშის დრო სისუსტე არ იგრძნო.

ტესტის გაკეთების შემდეგ, უილიამსისთვის შედეგი მოულოდნელი იყო: "ღმერთო ჩემო, ეს შეუძლებელია - მე ხომ შეჯიბრზე უნდა ვითამაშო. როგორ ვითამაშებ Australian Open-ზე? მე ხომ წელს უიმბილდონის
მოგებას ვაპირებდი" - იხსენებს ჩოგბურთელი პირველ შთაბეჭდილებებს.

ფეხმძიმობის მიუხედავად სერენა ავსტრალიაში გაემგზავრა და მორიგი, მისთვის 23-ე ტურნირი მოიგო.
Rating

ჟურნალი Vanity Fair გვიამბობს იმასაც, თუ როგორ დაიწყო სერენასა და ალექსისი ურთიერთობა 2015 წელს.

ბიზნესმენმა სპორტსმენს ხელი გასული წლის დეკემბერში, იტალიაში თხოვა, სადაც ერთმანეთი გაიცნეს.

სერენა უილიამსი ბავშვს შემოდგომაზე ელოდება. პროფესიონალურ საქმიანობასთან დაბრუნებას კი უკვე მომავალი წლის იანვარში გეგმავს.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS