27 ივნისი, 2017
ოჯახური დღე - 73 წლის მიკ ჯაგერმა მისი 6 თვის ვაჟი მოინახულა
Rolling Stones-ის როკ-ვარსკვლავი, მიკ ჯაგერი 6 თვის წინ მამა კიდევ ერთხელ გახდა. მელანია ჰამრიკმა, რომელსაც ის 2014 წლიდან ხვდება, მას ვაჟი გაუჩინა.
ახალშობილს დევერა ოქტავიან ბაზილ ჯაგერი დააქრვეს, შემოკლებით - დევი.

მელანია ჰამრიკი ამერიკის საბალეტო თეატრში მუშაობს. მშობიარობიდან 2 თვეში ის სცენას დაუბრუნდა.

მიკი კი გამუდმებით მოგზაურობს, ამიტომ წყვილთან დაახლოებული წყაროები ადასტურებენ, რომ ისინი ერთმანეთს იშვიათად ნახულობენ.
Rating

თუმცა, გასული შაბათი-კვირა მელანიამ და მიკმა ერთად გაატარეს. წყვილი იტალიურ რესტორანში იყო, შემდეგ კი სახლში ერთად დაბრუნდა.

მიკის
მეგობრები ამბობენ, რომ მას მამობაზე შერეული გრძნობები აქვს: „მიკს არ ასვენებს იმაზე ფიქრი, რომ როცა ის დევს ბურთის დაჭერას ასწავლის, უკვე 80 წლის იქნება“.

ჯაგერი მამის ვალდებულებას პასუხისმგებლობით ეკიდება - მისი ყველა შვილი მისგან წელიწადში 190 ათას დოლას იღებს.
შეგახსენებთ, რომ მიკ ჯაგერს 5 სხვადასხვა ქალისგან 8 შვილი, 5 შილიშვილი და ერთი შვილთაშვილი ჰყავს.

ანა გარელი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS