27 ივნისი, 2017
ბრედ პიტს ახალი რომანი აქვს?
კვლავ თავისუფალი ბრედ პიტი, დროის დიდ ნაწილს ელ მაკფერსონთან ერთად ატარებს. ამბობენ, რომ 53 წლის ბრედი და 53 წლის სუპერმოდელი ერთმანეთთან ურთიერთობით სიმშვიდეს პოულობენ: ბოლო წელი ორივესთვის რთული აღმოჩნდა.

თუ ბრედმა ანჯელინასთან გაქორწინების რთული პროცესი უკვე გაიარა, ელის სასამართლოში მისი ყოფილი ქმრის, მილიარდერი ჯეფრი სოფერის ადვოკატთან შეხვედრა ახლა მოუწევს.

წყაროების ცნობით, საკულტო სუპერმოდელისა და მილიარდერის განქორწინების მიზეზი, ელ მაკფერსონის მრავალრიცხოვანი ღალატი გახდა.
Rating

აღსანიშნავია, რომ ცოლის ღალატს ბრედსაც არაერთხელ მიაწერდნენ, რამაც ჯოლისთან ურთიერთობას საბოლოოდ დაუსვა წერტილი.
როგორც ჩანს ცნობილებს ბევრი საერთო აქვთ და სერიოზული ურთიერთობა არცერთ მათგანს არ სჭირდება.

ჰოლივუდის მსახიობი ახალი ამპლუის ერთგული რჩება. ელთან ურთიერთობის პარალელურად ბრედი 35 წლის სიენა მილერსაც ხვდება.
Rating
პიტისა და ჯოლის სკანდალური განქორწინების შემდეგ, პრესა წერდა, რომ მიზეზი სწორედ ჯუდ ლოუს ყოფილი ცოლი გახდა.

საბოლოოდ, ბრალის დამადასტურებელი ღირსეული მტკიცებულებები ვერ იპოვეს, თუმცა მსახიობების ახლო ურთიერთობა ამით არ დასრულებულა.

ცოტა ხნის წინ, წყვილი ერთად გლასთენბერში, მუსიკალური ფესტივალის ერთ-ერთ დახურულ წვეულებაზე იხილეს.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS