თუ ბრედმა ანჯელინასთან გაქორწინების რთული პროცესი უკვე გაიარა, ელის სასამართლოში მისი ყოფილი ქმრის, მილიარდერი ჯეფრი სოფერის ადვოკატთან შეხვედრა ახლა მოუწევს.
წყაროების ცნობით, საკულტო სუპერმოდელისა და მილიარდერის განქორწინების მიზეზი, ელ მაკფერსონის მრავალრიცხოვანი ღალატი გახდა.
აღსანიშნავია, რომ ცოლის ღალატს ბრედსაც არაერთხელ მიაწერდნენ, რამაც ჯოლისთან ურთიერთობას საბოლოოდ დაუსვა წერტილი.
ჰოლივუდის მსახიობი ახალი ამპლუის ერთგული რჩება. ელთან ურთიერთობის პარალელურად ბრედი 35 წლის სიენა მილერსაც ხვდება.
პიტისა და ჯოლის სკანდალური განქორწინების შემდეგ, პრესა წერდა, რომ მიზეზი სწორედ ჯუდ ლოუს ყოფილი ცოლი გახდა.
საბოლოოდ, ბრალის დამადასტურებელი ღირსეული მტკიცებულებები ვერ იპოვეს, თუმცა მსახიობების ახლო ურთიერთობა ამით არ დასრულებულა.
ცოტა ხნის წინ, წყვილი ერთად გლასთენბერში, მუსიკალური ფესტივალის ერთ-ერთ დახურულ წვეულებაზე იხილეს.
ანა გარელი