იუნისეფის ინფორმაციით, მის საქმიანობაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა ადვოკატირებას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მიზნით.
"მოხარულები ვართ, რომ ნიკოლოზ რაჭველი შემოუერთდა იუნისეფის გუნდს, მის მხარდამჭერებსა და ელჩებს, ის აქტიურად თანამშრომლობს გაეროს ბავშვთა ფონდთან ბოლო წლების განმავლობაში ბავშვთა უფლებების შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვეხმარება კიდევ უფრო ფართო ფენებს მიწვდეს ჩვენი გზავნილი, რომ
ელჩის ამპლუაში ნიკოლოზ რაჭველი დაეხმარება იუნისეფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთა უფლებების დაცვასა და იმ ნეგატიური სოციალური ნორმების შეცვლაში, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვთა მიმართ ძალადობას.
“ყველაფერს გავაკეთებ საქართველოში ყველაზე დაუცველი ბავშვების უფლებების ადვოკატირებისთვის“ - განაცხადა ნიკოლოზ რაჭველმა.