26 ივნისი, 2017
იდეალური მაკიაჟის საიდუმლო სელფისთვის დები კარდაშიანების ვიზაჟისტისგან
ვარსკვლავების ვიზაჟისტმა, ტროი სერატმა, რომელსაც ხშირად ადელი და დები კარდაშიანები მიმართავენ, სელფისთვის სწორი მაკიაჟის ფორმულა შეადგინა.

თუ მის რჩევებს ზუსტად გაითვალისწინებთ, თქვენი ფოტო უამრავ მოწონებას დაიმსახურებს.

„სიწითლე სახეზე ყოველთვის უფრო მკვეთრდ ჩანს, ვიდრე ცხოვრებაში, ამიტომ სახის კანის ფერი იდეალურად უნდა გაათანაბროთ. ტონალურის გადანაწილება, ყოველთვის სახის ცენტრალური ნაწილიდან და იმ ზონებიდან დაიწყეთ, სადაც სიწითლე ყველაზე მეტად იკვეთება.

ყურადღება გაამახვილეთ ცხვირი წვერზე, ნესტოებსა და ნიკაპზე.

საზღვრების გასასწორებლად გამოიყენეთ beautyblender-ი“.

“ნახევრად „მატოვი“ კანი კადრში საუკეთესოდ მოჩანს. თუ კანზე
ზედმეტი ბზინვარებაა, ფოტოზე ბრტყელი და ნაკლებად ლამაზი გამოჩნდებით. თუ ამის გაკეთება მაინც გსურთ, მაშინ „მატოვი“ ზედაპირზე მხოლოდ მეტალისფერი ჩრდილები დაიმატეთ“ - ამბობს ტროი.

უარი თქვით სილიკონის შემცველ საშუალებებზე

„ეს კომპონენტი სარკეში არ ჩანს, თუმცა ფოტოს გადაღებისას უსახური და არათანაბარი თეთრი ელფერის სახით მოჩანს. უმჯობესია „მატოვი“ კრემით ჩაანაცვლოთ. პირველ რიგში სახიდან ზედმეტ ცხიმს მოგაშორებთ. მეორეც - კადრში ლამაზად გამოჩნდება“ - გვირჩევს ვიზაჟისტი.

არ დაგავიწყდეთ ბრონზინგი და რუმიანა

„თუ სელფის გადაღებას აპირებთ, აუცილებლად წაისვით რუმიანა. კადრში მომგებიანია ვარდისფერი ან მანდარინისფერი ჩრდილები. რაც შეეხება ბრონზერს, საჭიროა მხოლოდ მცირე დოზით, რათა კანი ფოტოზე ბუნებრივი გამოჩნდეს“.
„ტროის თქმით, თვალის მაკიაჟი ფოტოზე საუკეთესოდ მაშინ გამოიყენება, როცა ერთ სტილშია დაცული“.

ტუჩის ფანქარი

„შეარჩიეთ ფანქარი, რომელიც თქვენი ტუჩის ბუნებრივ ფერს ეხამება. ეს პატარა ხრიკი, დაგეხმარებათ იდეალური ტუჩი გამოგიჩნდეთ“.

იდეალური წარბები

ნუ გაიკეთებთ ზედმეტად ნათელ წარბებს, რადგან კადრში მხოლოდ ის გამოჩნდება.
„გამოიყენეთ შესაფერისი და თქვენი თმის ფერზე ოდნავ უფრო ღია ჩრდილი. აუცილებლად შეურიეთ რამდენიმე ფერის ჩრდილი და შექმენით ombre-ს ეფექტი: უფრო მუქ ფერში გადაწყვიტეთ წარბის ბოლოები, დასაწყისი და შუა ნაწილი კი ოდნავ უფრო ღია დატოვეთ“ - ამბობს ტროი სერატი.
ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS