ვიხსენებთ ვარსკვლავებს შორის ყველაზე მოულოდნელ საყვარლებს
1. დიმიტრი ნაგიევი და ლარისა გუზეევა
ტელეწამყვანისა და მსახიობის, ლარისა გუზეევას ცხოვრებაში მამაკაცები მრავლად იყვნენ. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ „მოდი ვიქორწინოთ“ წამყვანი, ერთ დროს კოლეგას, დიმიტრი ნაგიევს ხვდებოდა.
წამყვანები გამოტყდნენ, რომ მათი რომანი ხანმოკლე, მაგრამ მღელვარე იყო და ყოფილ წყვილს უამრავი სასიამოვნო მოგონება დაუტოვა.
2. ქსენია სტრიჟი და ანდრეი მაკარევიჩი
90-იანი წლების
ვნებიანი რომანი სევდიან ნოტაზე დასრულდა. მაკარევიჩის ხშირი გასტროლების გამო, ქსენია ხშირად მარტო იყო. საბოლოოდ ქალი ასეთი ცხოვრებით დაიღალა.
3. ელენა პროკლოვა და ოლეგ იანკოვსკი
ერთ-ერთ გადაცემაში მსახიობი, ელენა პროკლოვა გამოტყდა, რომ ცოლიან კაცებთან ჰქონდა რომანი. თუმცა მის მეხსიერებაში ყველაზე დიდი კვალი ოლეგ იანკოვსკისთან ურთიერთობამ დატოვა.
მიუხედავად იმისა, რომ მსახიობს ცოლი ჰყავდა, ახალგაზრდა პროკლოვასთან რომანმა გაიტაცა. ელენა მისგან დაფეხმძიმდა კიდეც, თუმცა ბავშვზე უარი თქვა, რადგან იანკოვსკის ოჯახის დანგრევა არ სურდა.
„ეს ჩემი მეორე სერიოზული აბორტი იყო. ის 2 სექტემბერს, ჩემს დაბადების დღეზე გავიკეთე. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე დაბადების დღე იყო. ის ფანჯარასთან იდგა და მთხოვდა აბორტი არ გემეკეთებინა, მაგრამ მე კატეგორიულად მქონდა გადაწყვეტილი, რომ ეს არ უნდა მომხდარიყო“ - გაიხსენა ელენა პროკლოვამ.
საბოლოოდ ელენას იანკოვსკის ოჯახი არ დაუნგრევია. მსახიობი ბოლომდე მეუღლის, ლუდმილა ზორინას გვერდით იყო.
4. დენის კლიავერი და ევა პოლნა
2010 წელს, ჯგუფის „Чай вдвоем“ სოლისტის, დენის კლიავერის მესამე ცოლმა შოკი მიიღო, როცა ქმარი გამოუტყდა, რომ არაკანონიერი შვილი ჰყავდა. გოგონას დედა, მომღერალი ევა პოლნა აღმოჩნდა.
მიუხედავად ამისა, მეუღლეების ქორწინება შენარჩუნდა. წყვილი ვაჟს ზრდის და რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ირინას ევა პოლნასთან ურთიერთობა აქვს, რადგან ქმარს ყოფილ საყვარელთან შეხვედრა ქალიშვილის გამო ხშირად უწევს.
ანა გარელი