21 ივნისი, 2017
კვლავ გამხდარი - როგორ დაიკლო ჯონა ჰილმა 50 კგ

 

ჯონა ჰილი - ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ახალგაზრდა მსახიობია. ფილმებში, სადაც ის თამაშობს, ჭარბწონიანი გვევლინება, თუმცა ყველაფერი შეიცვალა. ჯონა პაპარაცებმა ქუჩაში სეირნობისას დააფიქსირეს. ახლა მთელი მსოფლიო მის გახდომას განიხილავს - მსახიობმა წონაში 50 კგ დაიკლო.

 


საიდუმლო კი მხოლოდ ორია - ალკოჰოლზე უარის თქმა და სწორი კვება. ამჟამად მსახიობი იაპონური კერძებითაა გატაცებული და ამტკიცებს, რომ ამ საკვებით წონაში არ მოიმატებთ.

მე ჩემი გერლფრენდის, კამილას გამო დავიკელი წონაში. ის უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რომ ჩვენს საწოლში მისთვის სულ უფრო პატარა

ადგილი რჩებოდა“ - ამბობს ჯონა.

აღსანიშნავია, რომ ეს ჰილის ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაბრუნების პირველი მცდელობა არ არის. 2011 წელს მან 20 კგ დაიკლო, თუმცა მოგვიანებით როლისთვის კვლავ მოიმატა. ამჟამად მსახიობი უფრო მტკიცეა და ჯერ 120 კგ-მდე დაბრუნებას არ ჩქარობს.
შეგახსენებთ, რომ ჯონა ჰილი ამერიკელი მსახიობი და სცენარისტია. დაიბადა ლოს-ანჯელესში, ებრაელების ოჯახში. მისი დებიუტი 2004 წელს, ფილმში „გულების მტეხველნი“ შედგა.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS