მისი პირველი სატელევიზიო დებიუტი შედგა ტელე-სერიალში "დაკარგული დრო", ის ბოროტ პერსონაჟს განასახიერებდა, ამას მოჰყვა: “ერთი სიყვარულის ისტორია", “კურტ სეითი და შურა”, "ჩემი სიყვარული გაქრა". მაგრამ, მისი პირველი სერიოზული ნაბიჯი ტელევიზიაში იყო: "დაქირავებული სიყვარული", რომელშიც მან დეფნეს როლი
ელჩინ საგნუმ და ბარიშ არდუჩმა შექმნეს არაჩვეულებრივი წყვილი, რომელიც ხალხს ძალიან შეუყვარდა. სათნოებამ, სილამაზემ და საყვარელმა ხასიათმა მსახიობს დიდი წარმატება მოუტანა.
ელჩინ საგნუს სიმაღლე 1.69 სმ.-ია ხოლო წონა 58 კგ. მას თაფლისფერი თვალები აქვს და ზოდიაქოს ნიშნით კირჩხიბია.
ის სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელია, განსაკუთრებით ინსტაგრამში აქტიურობს.
აღსანიშნავია, რომ ელჩინ საგნუ ჟღალთმიანია, ისევე, როგორც მერიემ უზერლი, რაც თურქეთში ძალიან იშვიათია. ისე ჩანს, თითქოს თურქ საზოგადოებას განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ჟღალთმიანებისადმი.
ელჩინ საგნუს თმა განხილვის ობიექტად იქცა, ხალხში გაჩნდა ეჭვი, რომ მას თმა შეღებილი ჰქონდა, მაგრამ მსახიობმა ბავშვობის ფოტოების გამოქვეყნებით დაამტკიცა, რომ ის ბუნებრივად წითელთმიანია.
მერიემ კაკაურიძე