20 ივნისი, 2017
ვალერი მელაძის ცოლის, ალბინა ჯანაბაევას ცნობა გაგიჭირდებათ - მომღერალმა იმიჯი რადიკალურად შეიცვალა
ალბინა ჯანაბაევამ, რომელიც ბოლო დროს მშვიდი, ელეგანტური სამოსითა და ნეიტრალური მაკიაჟით ჩნდება, თამამ ექსპერიმენტს მიმართა.

მომღერალი ახალ კლიპში 5 მისთვის უჩვეულო იმიჯით მოგვევლინა.

ამ კლიპში, ალბინა ჩვეული ამლუის ჩარჩოებიდან გამოდის და მაყურებელს მისთვის მოულოდნელ სტილში ევლინება: ექსცენტრული, ცოტა ხულიგანი, მაგრამ მაინც ნაზი, ქალური და სექსუალური.
Rating

„ამ ვიდეოთი მინდოდა მეჩვენებინა, რომ ბედნიერება მხოლოდ მშვიდი და გამჭვირვალე არ არის - ის ნათელი, ხანდახან უგუნური, სიცოცხლის ენერგიით სავსე და სხვადასხვა ფერისაა. ეს ის ბედნიერებაა, როცა გინდა იყვირო და
მსოფლიოს გაუზიარო. დაე, ეს კლიპი, ყველასთვის ბედნიერების მომტანი იყოს“ - განაცხადა ჯანაბაევამ.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS