მისი დახვეწილი გემოვნება ხომ სამოდელო კარიერაში წლების მოღვაწეობის შედეგია.
თუმცა, ამჯერად, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ცოლს, მეჰრიბან ალიევას განვიხილავთ, რომელიც, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა.
მას დიდებულ ქალს უწოდებენ. ალიევა სილამაზისა და გემოვნებიანი ჩაცმულობის გარდა, საზოგადოებაში სამეფო უნარების წარმოჩენით გამოირჩევა, რაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს.
ბოლო 10 წელია, აზერბაიჯანის პირველი ლედი სტილის ნამდვილი ხატია. ერთ-ერთ ინტურვიუში მან აღნიშნა,
ითვალისწინებს ოფიციალურ დრესკოდს და ამასთან, არასდროს გამოიყურება მოსაწყენად.
აზერბაიჯანისა და მრავალი სხვა ქვეყნის მოსახლეობის სიყვარული მეჰრიბან ალიევას მხოლოდ გარეგნობით არ დაუმსახურებია. მასში არა უბრალოდ ლამაზმანს, არამედ ჭეშმარიტ, ბრძენ, საკუთარი ოჯახურის მოყვარულ ქალს ხედავენ, რომლის მხრებზეც 34 წლიანი ქორწინებაა. პირველ ლედის 3 შვილი და 5 შვილიშვილი ჰყავს - განა ეს სიმდიდრე არ არის?
გარდა ამისა, მას პირველი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წითელი დიპლომი აქვს და ფილოსოფიური მეცნიერებების კანდიდატის ხარისხი.
ამ ყველაფრის შემდეგ, ალბათ აღარავის გაუჩნდება კითხვა, თუ რატომ არის მეჰრიბან ალიევა ჭეშმარიტად უნიკალური ქალი.
ბევრის აზრით, ის მელანია ტრამპსაც ჩრდილავს.
მეჰრიბანი საქმიან მივლინებებში ქმარს ყოველთვის თან ახლდა, ახლა კი ამას ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის წესების დაცვით გააკეთებს.
ილჰამ და მეჰრიბან ალიევა უკვე 34 წელია ერთად არიან.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ცოლი, მის ახალგაზრდა ქალიშვილებზე, ლეილასა და აზაზე ნაკლებად არ გამოიყურება.
ანა გარელი