16 ივნისი, 2017
ლეონარდო დიკაპრიომ "ოსკარის" ქანდაკება სამართალდამცავებს გადასცა
ლეონარდო დიკაპრიომ მისთვის ნაჩუქარი "ოსკარის" ქანდაკება ამერიკელ სამართალდამცველებს გადასცა. სამართალდამცავები მალაიზიის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის ძარცვის საქმეს იძიებენ.

აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ 2016 წელს საპროდიუსერო კომპანია Red Granite Pictures ფილმის "უოლ სტრიტის მგელი"-სთვის ფონდიდან მოპარული ნივთების შემოტანაში დაადანაშაულა.

სწორედ ამ ფილმში მონაწილეობისთვის მიიღო დიკაპრიომ, პროდუსერებისგან საჩუქრად ქანდაკება, რომელიც 1954 წელს მარლონ ბრანდომ მიიღო.

მსახიობის წარმომადგენლის განცხადებით, დიკაპრიომ გამოძიებას სხვა ნივთებიც გადასცა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS