15 ივნისი, 2017
ნახეთ, როგორ გამოიყურება გამხდარი ალა პუგაჩოვა საცურაო კოსტუმში - ექსკლუზიური ფოტო მაქსიმ გალკინისგან
შოუმენმა და წამყვანმა, მაქსიმ გალკინმა ინსტაგრამზე ექსკლუზიური ფოტო გამოაქვეყნა. გალკინმა 68 წლის მეუღლეს, ალა პუგაჩოვას პიკანტური ფოტო გადაუღო.

ფოტოზე ჩანს, როგორ ირუჯება პრიმადონა იურმალაში. ის, მზის აბაზანებს, შავ საცურაო კოსტუმში იღებს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ქრისტინა არბაკაიტეს ცნობით ალა პუგაჩოვამ გულის შეტევა გადაიტანა. მომღერალმა გამოკვლევა ჩაიტარა, რის შემდეგაც ოჯახთან ერთად დასასვენებლად ლატვიაში გაემგზავრა.

"ჩემი საყვარელი ქალი ირუჯება. ჩუმად გადავუღე - არ უყვარს, როცა ფოტოს უღებენ" - წერს გალკინი კადრზე.

"ალა პუგაჩოვა, უბრალოდ შეუდარებელია", "შესანიშნავად
გამოიყურება", "პირველად ვხედავთ ჩვენს ალას პრაქტიკულად გახდილს", "ოჰო, როგორ გახდა" - წერენ სოც.ქსელის მომხმარებლები.

ანა გარელი

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS