ტელევარსკვლავმა, ღონისძიებისთვის, მკაცრი, გამოყვანილი სამოსი შეარჩია, თუმცა თაყვანისმცემლების ყურადღება კიმის პირადმა მცველმა მიიპყრო, რომელიც არამარტო თავაზიანად უღებდა ვარსკვლავს კარს და იცავდა ფოტოკამერებისგან, არამედ მზრუნველად ეხუტებოდა.
ახლა სოციალურ ქსელში განიხილავენ ფოტოს, სადაც მცველი კიმს თეძოზე ეხება, კარდაშიანს კი ეს ჟესტი თითქოს არ შეუნიშნავს.
თაყვანისმცემლები კი სოც.ქსელში განგაშს ტეხენ
იდეალური სხეულის მქონე პირადი მცველი, ამოუცნობი ტატუებითა და მაცდური გამოხედვით, ჰოლივუდის ახალ სექს-სიმბოლოდ უკვე მონათლეს.
აშკარაა, რომ უესტი საკუთარ ოჯახზე ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციას თვალყურს არ ადევნებს, თანაც კიმმა თაყვანისმცემლები დაარწმუნა, რომ წყვილს შორის ყველაფერი კარგადაა, როცა კენიეს დაბადების დღეზე ინსტაგრამზე მასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, ამაღელვებელი მილოცვით.
ანა გარელი