14 ივნისი, 2017
დონალდ ტრამპის 11 წლის ვაჟი მოულოდნელად სტილის ხატად იქცა
Yahoo Style-ის ცნობით აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უმცროსი ვაჟი, ბერონი მოულოდნელად სტილის ხატად იქცა.

მოცემული გამომცემლობის მიხედვით, 11 წლის ბერონს ეს ტიტული მას შემდეგ ერგო, რაც მედიამ ვაშინგტონში მშობლებთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.

როცა ტრამპის ოჯახი თვითმფრინავიდან ჩამოდიოდა, პრესის ყუდაღება ბერონის J.Crew -ს მაისურმა მიიპყრო, რომელზეც ეწერა „ექსპერტი“.

გამომცემლობა ამხელს, რომ 12 ივნისს ყველა მსგავსი მაისური უკვე გაყიდული იყო. სოც.ქსელში კი აქტიურად განიხილავდნენ, თუ რას ნიშნავდა წარწერა. twitter-ზე გვერდიც კი შეიქმნა, სახელად „ექსპერტი ბერონი“.

გამომცემლობამ
J.Crew-ს წარმომადგენლებთანაც სცადა დაკავშირება, მაგრამ ამაზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს.
მოგვიანებით, გამომცემლობა Business Insider-მა J.Crew-გან კომენტარის მოპოვება შეძლო.

კომპანიაში დააზუსტეს, რომ მაისური „ექსპერტი“ 2015 წლის საგაზაფხულო კოლექციაში შედიოდა. ის ხელმეორედ არ გამოუშვიათ, ამიტომ ბერონის გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე გაიყიდა.

ანა გარელი

Rating

RatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS