აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მეუღლეს, მელანია ტრამპს უკვე რამდენიმე წელია ნიუ-იორკში მდებარე საიუველირო მაღაზიის Tiffany&Co დაცვის უფროსთან აქვს რომანი.
ამის შესახებ Twitter-ზე ცნობილი ამერიკელი მწერალი, მონიკა ბირნი წერს.
„ამბობენ, რომ უკვე რამდენიმე წელია მელანია საიუველირო მაღაზია Tiffany&Co-ს დაცვის უფროსს ხვდება, რომელიც Trump Tower-ის ფოიეში მდებარეობს“ - აღნიშნა ბირნმა.
მისი თქმით, აშშ-ს პრეზიდენტმა ცოლის ღალატის შესახებ იცის.
მწერალი ასევე ამტკიცებს, რომ მეუღლეებს შორის ნამდვილად არის გარკვეული უთანხმოება, რის გამოც ტრამპის არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში, უნდა განქორწინებულიყვნენ.
„ახლა
ამასთან, მწერალი გამოტყდა, რომ მოცემულ ინფორმაციას ჭორის სტატუსი აქვს.
აღსანიშნავია, რომ მონიკა ბირნი - ცნობილი ამერიკელი მწერალი, ტრამპის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას არ მალავს.
„მინდა, რომ აშშ-ს 45-ე პრეზიდენტი და მთელი მისი უმწეო ოჯახი, თანამდებობიდან განთავისუფლდეს. მათ შორის უდანაშაულო არავინაა“ - ამბობს ბირნი.
ანა გარელი