11 ივნისი, 2017
პოლინა გაგარინას დიეტა - როგორ დაიკლო ვარსკვლავმა 40 კილოგრამი?
რუსული ესტრადის ვარსკვლავი პოლინა გაგარინა საზოგადოებამ პროექტიდან "ფაბრიკა" გაიცნო.

დღეს ალბათ ცოტა ადამიანი თუ მიხვდება, რომ ეს ის გოგოა, რომელიც პროექტში მონაწილეობდა.

პოლინას ჭარბი წონა აწუხებდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა გათხოვდა და ბავშვი გააჩინა.

მომღერალმა წელიწადნახევარში 40 კილო დაიკლო და წონაში კლების საიდუმლო რუსულ გამოცემას გაუმხილა.

"ფაბრიკაში" 57 კილოგრამს ვიწონიდი, შემდეგ გავთხოვდი, ორსულბის დროს 30 კილო მოვიმატე, შემდეგ კიდევ ათი და სარკეში ჩახედვა აღარ მინდოდა.

თუმცა მოვინდომე და წონის დაკლება მოვახერხე. თავდაპირველად მძიმე დიეტაზე ვიყავი,
ჩემი რაციონი ასეთი იყო:

1 დღე ბრინჯი

2 დღე ქათმის ფილე

3 დღე ბოსტნეული.

სიმართლე გითხრათ, ეს დიეტა წონის დასაკლებად განსაკუთრებულად ეფექტური არ აღმოჩნდა, ამიტომ ვარჯიშიც დავიწყე.

ყოველდღიურად სამი საათი ვვარჯიშობდი, დავიწყე ცეკვა და ისე ვიღლებოდი ჭამის თავიც აღარ მქონდა. საბოლოო ჯამში წელიწადნახევარში 40 კილო დავიკელი და ახლა 47 კილოგრამს ვიწონი.

მას შემდეგ ჭარბწონიანობას არ შევუწუხებივარ. ახლა სწორად ვიკვებები და სავარჯიშო დარბაზში დავდივარ"-განაცხადა მომღერალმა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
სარა
38 წლის ასაკში მეც 47 ხან 46 კილოს ვიწონი, სპორტის რა მოგახსენოთ მაგრამ სწორად კვება უმნიშვნელივანესი ფაქტორია, სპორტში მოვიკოჭლებ.
17:52 / 11-06-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS