დღეს ალბათ ცოტა ადამიანი თუ მიხვდება, რომ ეს ის გოგოა, რომელიც პროექტში მონაწილეობდა.
პოლინას ჭარბი წონა აწუხებდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა გათხოვდა და ბავშვი გააჩინა.
მომღერალმა წელიწადნახევარში 40 კილო დაიკლო და წონაში კლების საიდუმლო რუსულ გამოცემას გაუმხილა.
"ფაბრიკაში" 57 კილოგრამს ვიწონიდი, შემდეგ გავთხოვდი, ორსულბის დროს 30 კილო მოვიმატე, შემდეგ კიდევ ათი და სარკეში ჩახედვა აღარ მინდოდა.
თუმცა მოვინდომე და წონის დაკლება მოვახერხე. თავდაპირველად მძიმე დიეტაზე ვიყავი,
1 დღე ბრინჯი
2 დღე ქათმის ფილე
3 დღე ბოსტნეული.
სიმართლე გითხრათ, ეს დიეტა წონის დასაკლებად განსაკუთრებულად ეფექტური არ აღმოჩნდა, ამიტომ ვარჯიშიც დავიწყე.
ყოველდღიურად სამი საათი ვვარჯიშობდი, დავიწყე ცეკვა და ისე ვიღლებოდი ჭამის თავიც აღარ მქონდა. საბოლოო ჯამში წელიწადნახევარში 40 კილო დავიკელი და ახლა 47 კილოგრამს ვიწონი.
მას შემდეგ ჭარბწონიანობას არ შევუწუხებივარ. ახლა სწორად ვიკვებები და სავარჯიშო დარბაზში დავდივარ"-განაცხადა მომღერალმა.