08 ივნისი, 2017
ბარაქ ობამა ყველა ვახშამზე ერთსა და იმავე სმოკინგს იცვამდა
აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, ბარაქ ობამა, მისი 8 წლიანი მმართველობის პერიოდში ოფიციალურ ვახშმებზე ყოველთვის ერთსა და იმავე სმოკინგს იცვამდა.

Daily Mail-ის ცნობით, ამ ამბავს, მისი მეუღლე, აშშ-ს ყოფილი პირველი ლედი, მიშელ ობამა ამხელს.

ამასთან, ობამამ აღნიშნა, რომ მისი კაბები და აქსესუარები წლებთან ერთად უფრო ხშირი განხილვის თემა ხდებოდა.

"ეს უსამართლობაა" - განაცხადა ყოფილმა პირველმა ლედიმ. მიშელის თქმით, ხალხი ფოტოს უღებდა მის ფეხსაცმელს, სამკაულებს, მაგრამ კომენტარს არ აკეთებდა იმ ფაქტზე, რომ 8 წლის მანძილზე პრეზიდენტს ერთი და
იგივე სმოკინგი და ფეხსაცმელი ეცვა.

როგორც ობამა ამბობს, პრეზიდენტი ამით ამაყობდა, ამბობდა, რომ ჩაცმისთვის მხოლოდ 10 წუთი სჭირდებოდა და კითხულობდა რა დრო დასჭირდებოდა მის მეუღლეს. "წადი აქედან!" - ასეთი იყო მისი პასუხი მეუღლის კითხვაზე - ჰყვება მიშელი.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
გლობალისტების მტერი
დაიწყო ამათი პიარი, მიშელი ალბათ კენჭსაც იყრის მერე
10:11 / 09-06-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS