დაშორება ჯოლისა და პიტს რთულად გადააქვთ: წყაროს ცნობით, როცა ბრედი ბავშვების სანახავად მიდის, ჯოლის ემოციების შეკავება უჭირს, დეპრესიის გამო პიტი ძალიან გახდა.
ამასთან უკვე 6 თვეზე მეტია წყვილი ოფიციალურად განქორწინებასა და შვილებზე მეურვეობის საკითხის გადაჭრას ვერ ახერხებს, რადგან პიტი საერთო მეურვეობას ითხოვს, ჯოლის კი ეს არ სურს, ამიტომ ექს-მეუღლეებს შორის კონფლიქტი არ ცხრება.
დასავლური მედია გვამცნობს, რომ ამ დროისთვის ყოფილმა წყვილმა მაინც შერიგება არჩია.
ისინი მშობლების განქორწინებას ძალიან განიცდიან, ბრედისა და ანჯელინასთვის კი მთავარი პრიორიტეტი მათი ბედნიერება და კეთილდღეობაა.
მაინც მშვიდობიან შეთანხმებამდე მისვლას და ნორმალურ მშობლურ ურთიერთობას ცდილობენ" - ჰყვება წყარო და იმასაც ამატებს, რომ მსახიობებმა ამის გამო კინოპროექტებზე მუშაობა სპეციალურად შეწყვიტეს.
ცდილობენ, მეტი დრო გაატარონ 6 შვილთან - მედოკსთან, ზაჰარასთან, პაკსთან, შაილოსთან, ვივიენთან და ნოკსთან.
ანა გარელი