07 ივნისი, 2017
ალა პუგაჩოვამ გულის შეტევა მიიღო
მაისის ბოლოს ალა პუგაჩოვამ ექიმებს გულისა და სისხლძარღვების შესამოწმებლად მიმართა.

პრიმადონას კორონაროგრაფია ჩაუტარდა - იშემიური დაავადების დიაგნოსტიკა. გამოკვლევის შემდეგ პრიმადონა ტყუპებთან, ლიზასთან, ჰარისთან და ქმართან, მაქსიმ გალკინთან ერთად საზაფხულო არდადეგებზე იურმალაში გაემგზავრა.

"დედას გულის შეტევა ჰქონდა. დიაგნოზის დასასმელად ექიმი ლონდონიდან ჩამოფრინდა.

მან გადაწყვიტა, რომ დედას კიდევ ერთი სტენტის ჩასმა დასჭირდებოდა. მე ეს გვიან გავიგე, რადგან არ უნდოდა ჩემს დაბადების დღეზე ანერვიულებული ვყოფილიყავი (ამ დროს ამერიკაში ვიმყოფებოდი)" - ჰყვება ქრისტინა
არბაკაიტე.

ექიმის თქმით, ოპერაციული ჩარევა საჭირო არ გახდა:
"ალა პუგაჩოვას ჩვენ მხოლოდ დიაგნოზი დავუსვით. ყველაფერმა ჩაიარა.

ის ოჯახთან ერთად უკვე დასასვენებლად გაემგზავრა. პუგაჩოვა ჩვენს ინსტიტუტში მხოლოდ რამდენიმე საათს იყო. ჩვენ მისთვის სტენტირება არ გაგვიკეთებია. მას ყველაფერი რიგზე აქვს. თუმცა გარკვეული სპაზმი ჰქონდა".

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
555
ყველა ხანდაზმული ვისაც ასეთი ახალგაზრდა მეუღლე ყავს იმფაქტი მოდის.
10:03 / 26-06-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS