იხილეთ ვარსკვლავები, რომლებსაც არ გაუმართლათ, რომ ასაკშიც ლამაზები დარჩენილიყვნენ:
1. ბრენდან ფრეიზერ
ოდესღაც მსახიობი საკუთარი მიმზიდველობით გოგონებს აჯადოებდა, ახლა კი მისი ცნობა გაგიჭირდებათ.
2. ლინდსი ლოჰანი
დისნეის ერთ-ერთი პატარა მსახიობი, რომელმაც დიდი ეკრანი დაიპყრო. ახლა მსახიობი ნარკოტიკების სამყაროში ჩაეფლო და ბოლო მოუღო, როგორც კარიერას, ისე საკუთარ სილამაზეს.
3. ამანდა ლეპორი
ვარსკვლავი, რომელიც
4. ემი უაინჰაუსი
ინგლისელი მომღერალი, რომელიც შესანიშნავი ხმითა და ექსცენტრულობით გამოირჩეოდა, თუმცა ნარკოტიკებმა ნაადრევი დაბერება და სიკვდილი გამოიწვია.
5. ეკსლ როუზი
ჯგუფ Guns & Roses-ის ვოკალისტი, რომელიც ჯგუფის დატოვების შემდეგ, მრავალი წლის მანძილზე ჩრდილში იყო. როცა ის კვლავ დაბრუნდა, ზედმეტი წონის გამო, მისი ცნობა უკვე შეუძლებელი იყო.
6. ბრიჯიტ ბარდო
აშშ-სა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ფრანგი მსახიობი ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად იყო მიჩნეული, მაგრამ სიბერემ ეს სტატუსი დააკარგვინა.
7. კერი ფიშერი
„ვარსკვლავური ომების“ ეკრანებზე გამოჩენის შემდეგ, ყველა ახალგაზრდა მასზე ოცნებობდა, თუმცა, სამწუხაროდ, ასაკთან ერთად მომხიბვლელობა დაკარგა.
8. კაეტანა ფიტცი
ეს ქალი ესპანელი არისტოკრატი გახლავთ, რომელზე უამრავი ჭორი დადიოდა. აქტიურად განიხილავდნენ მის ქმრებს, რომლებიც მასზე გაცილებით ახალგაზრდები იყვნენ.
9. ქრისტინა აგილერა
მომღერალს ასაკთან ერთად წონასთან პრობლემები შეექმნა, რის გამოც ახლა თავის ასაკზე უფროსად გამოიყურება.
10. კორტნი ლავი
როკ-ვარსკვლავი, რომლის სილამაზე ნარკოტიკებმა იმსხვერპლა.
11. ელზა პატონი
მექსიკელი მსახიობი, რომელიც 100-ზე მეტ ფილმში გადაიღეს, წარმოუდგენელი სილამაზის მატარებელი გახლდათ, თუმცა ამჟამად პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლია.
12. ფერა ფოსტერი
ერთ-ერთი „ჩარლის ანგელოზი“, რომლის სილამაზით ოდესღაც ყველა აღფრთოვანებული იყო, თუმცა დაუნდობელი სიბერე მასაც ეწვია.
ანა გარელი