26 ნოემბერი, 2013
ინდოეთში მცირეწლოვანთა ქორწინება ყვავის
ნაადრევი ქორწინება ბევრი ოჯახისთვის გადარჩენისა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების ერთადერთი საშუალებაა ინდოეთის ხელისუფლებამ არ დაამტკიცა ბავშვების ნაადრევი ქორწინებისგან დაცვის რეზოლუცია. მას ამისკენ თვით გაერო მოუწოდებდა. ინდოეთში 80 მლნ ქორწინებიდან 40% არასრულწლოვნებთან დამყარებული კავშირებია.

ნაადრევი ქორწინება ბევრი ოჯახისთვის გადარჩენისა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების ერთადერთი საშუალებაა და ''ზემოთ'' მიღებული რაიმე გადაწყვეტილება ალბათ არც შეცვლის რამეს.

იურისტების თქმით, ნაადრევი ქორწინების აკრძალვამ შეიძლება სულ სხვა პრობლემა წარმოშვას - ბავშვთა სიკვდილიანობა გაზარდოს, თუკი გოგონებს ვეღარ გაათხოვებენ, მაშინ მათ მოკლავენ, რომ ზედმეტი
მჭამელი თავიდან მოიცილონ.

არადა, ქორწინების შემდეგ პატარა გოგონები ქმრების ოჯახში, ფაქტობრივად, მონები ხდებიან. ბავშვთა ქორწინება არის არა ერთჯერადი დანაშაული, არამედ გრძელი ჯაჭვი ყოფითი და სექსუალური ძალადობისა, რომელიც ამ ადამიანებს მთელი ცხოვრება თან სდევთ.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS