02 ივნისი, 2017
ფრანგი ქალი გარდაცვლილი დედის სხეულს 7 წელი მალავდა, რათა მისი პენსიით ესარგებლა
55 წლის ფრანგი ქალი, 7 წლის მანძილზე მალავდა გარდაცვლილი დედის სხეულს, რათა მისი პენსია აეღო. ამასთან მან რამდენჯერმე შეიცვალა საცხოვრებელი ქალაქი, გვამი კი თან დაჰქონდა.

ქალი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დააკავეს. მანამდე პოლიციამ, დამნაშავის სახლის ეზოში დამარხული მაცივარი აღმოაჩინა, რომელშიც მისი 80 წლის დედის მუმიფიცირებული სხეული იყო, გვამცნობს Sud Ouest-ი.

სამართალდამცავებს დამნაშავის მიმართ ეჭვი ერთი წლის წინ გაუჩნდათ, როცა ქალმა ერთ-ერთ დაწესებულებაში დედის მართვის მოწმობა მიიტანა, რომელზეც საკუთარი ფოტო იყო დართული.

ქალი გამოტყდა, რომ დედამისი 7
წლის წინ, ბუნებრივი მიზეზით გარდაიცვალა, თუმცა მან მისი გარდაცვალება არ გაამხილა, რადგან მოხუცის პენსიის მიღების გაგრძელება სურდა, რაც 1982 ევროს შეადგენს. პროკურატურას ეჭვი აქვს იმაზეც, რომ ქალი კიდევ უფრო ადრე გარდაიცვალა, რამდენადაც მის სახელზე სამედიცინო ანგარიშების გადახდა 2007 წელს შეწყდა.

ამჟამად გამომძიებლები მიცვალებულის გვამის გაკვეთას გეგმავენ, რათა მოხუცის გარდაცვალების ნამდვილი მიზეზი დაადგინონ.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS