ჯგუფ A'Studio-ს სოლისტის, ქეთა თოფურიას ცხოვრება უღრუბლო ჩანდა. მომღერალი წარმოუდგენლად პოპულარულია, როგორც პროფესიაში, ისე პირად ცხოვრებაში - უკვე 4 წელია ის ბიზნესმენ, ლევ გეიხმანზეა დაქორწინებული. წყვილი 2 წლის ქალიშვილს, ოლივიას ზრდის.
ცოტა ხნის წინ, მომღერალმა ქმართან და შვილთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა. თაყვანისმცემლები დარწმუნებული იყვნენ, რომ ვარსკვლავის ოჯახში სრული ჰარმონია სუფევს. თუმცა ასე არ არის.
რამდენიმე თვის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალს 37 წლის რეპერთან, გუფთან ჰქონდა რომანი, მაგრამ ორივე მხარე ამ ამბავს უარყოფდა.
შესაძლოა,
მათ რომანზე ჭორები სრული სიმართლე აღმოჩნდეს. Kp.ru წერს, რომ ჯერ კიდევ „ტაილანდურ ეპიზოდამდე“ ქეთასა და მისი ქმრის ურთიერთობა ზღვარზე იყო, რაც დაკავშირებულია გეიხმანის ხშირ ვიზიტთან ამერიკაში, რის გამოც გოგონას გამუდმებით მარტო ყოფნა უწევდა.
გუფთან ერთად დასვენების სკანდალური ისტორიის შემდეგ კი მეუღლეები საბოლოოდ დაშორდნენ.
ანა გარელი