31 მაისი, 2017
"იმიტომ გავთხოვდი, რომ მარტო დარჩენის მეშინოდა" - კიმ კარდაშიანი
გასულ დღეებში, კიმ კარდაშიანმა ერთ-ერთ ამერიკულ ტელეშოუში მიიღო მონაწილეობა, სადაც პირდაპირ ეთერში გამოტყდა, თუ რატომ გაჰყვა ცოლად პროფესიონალ კალათბურთელს, კრის ჰამფრისს:

"უბრალოდ ვფიქრობდი, ღმერთო ჩემო, 30 წლის ვარ და ჯერ კიდევ არავინ მყავს. სჯობს გავთხოვდე. ვფიქრობ, გოგონების უმრავლესობა ამ სიტუაციაშია, როცა მის გარშემო ყველა მეგობარს ოჯახი და შვილები ჰყავს, ის კი კვლავ მარტოა. ეს სწორედ ასეთი შემთხვევა იყო". შეგახსენებთ, რომ რეალითი შოუს ვარსკვლავისა და ცნობილი კალათბურთელის ქორწინება მხოლოდ 72 დღეს გაგრძელდა.

აღსანიშნავია, რომ კრის ჰამფრისის
გაცნობამდე კიმი ქორწინებაში უკვე იყო. მისი პირველი ქმარი მუსიკალური პროდიუსერი, დეიმონ ტომასი გახდა, რომელთანაც 2000 წელს, 20 წლის ასაკში იქორწინა. ამ ქორწინებამ 3 წელს გასტანა. განშორების მიზეზი კი ოჯახური ძალადობა გახდა.

Rating





































ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS