30 მაისი, 2017
როგორ ცხოვრობენ ბრაზილიელი მსახიობები, რომლებსაც 90-იან წლებში ვაღმერთებდით
ერთ დროს ბრაზილიური სერიალები ტელეეკრანების წინ ყველას ერთად შეგვკრებდა ხოლმე. დღეს ბრაზილიური სერიალების ყველაზე პოპულარულ მსახიობებს გავიხსენებთ და გაგაცნობთ, თუ როგორ ცხოვრობენ ისინი დღეს.

ანა პაულა აროზიუ - 41 წლის


Rating

ცოტამ თუ იცის, რომ მსახიობობამდე ანა პაულა მოდელად მუშაობდა. მისმა მომხიბვლელმა ცისფერმა თვალებმა და შავმა თმამ რეჟისორები მონუსხა. დღეს ანა პაულა სერიალებში გადაღებას განაგრძობს. პირადი ცხოვრება ცოტა ხნის წინ ააწყო. 2010 წელს მსახიობი არქიტექტორ ენრიკე პინეირუს გაჰყვა ცოლად და ქორწინებაში ბედნიერია.

რეინალდო ჯანეკინი - 44
წლის

Rating

რეინალდო ჯანეკინი მაყურებელმა სერიალით "ოჯახური ურთიერთობა" გაიცნო და დიდი აღიარება მოუტანა, მსახიობი ბრაზილიის სექს-სიმბოლოდ დასახელდა. იურიდიული განათლების მიუხედავად, ის დიდი ხნის მანძილზე მოდელად მუშაობდა. 2006 წლამდე რეინალდომ ცნობილ წამყვანზე, მარილი გაბრიელზე იქორწინა. სამწუხაროდ ჯანეკინი ამჟამად იშვიათად თამაშობს სერიალებში, რადგან მძიმე დაავადებას ებრძვის - 2010 წელს მას სიმსივნე აღმოუჩინეს.

ანტონიო ფაგუნდესი - 67 წლის

Rating

მსახიობს უამრავ სერიალში მიუღია მონაწილეობა. ამჯამად ის 67 წლისაა, თუმცა პენსიაზე გასვლას არ აპირებს და გადაღებებს აგრძელებს.

რაულ კორტესი

Rating

რაული სამშობლოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი იყო. მან უამრავ სერიალსა და ფილმებში ითამაშა, გაცილებთ მეტს კი თეატრში მუშაობდა. ის სიკვდილამდე გადასაღებ მოედანზე იყო. მსახიობი 2006 წლის 18 ივლისს გარდაიცვალა.

რეჟინა დუარტე - 70 წლის

Rating

ამჟამად მსახიობი 70 წლისაა და სერიალებში აღარ თამაშობს, ძირითადად დაკავებულია პოლიტიკით, ხოლო თავისუფალ დროს შვილიშვილებთან ერთად ატარებს. ეკრანზე მის საქმიანობას ქალიშვილი, გაბრიელა დუარტე აგრძელებს.

სუზანა ვიეირა - 74 წლის

Rating

სუზანას კარიერა 60-იან წლებში დაიწყო და დღემდე გრძელდება. მიუხედავად წარმატებული კარიერისა, მსახიობის პირადი ცხოვრება იდეალური არ ყოფილა. სუზანა 3-ჯერ იყო გათხოვილი. უკანასკნელი ქმარი მასზე 28 წლით უმცროსი გახდათ. ქორწინება სკანდალით დასრულდა, როცა მსახიობმა ქმარს საყვარელთან შეუსწრო. განქორწინებიდან ერთი თვეც არ იყო გასული, როცა ყოფილი ქმარი ნარკოტიკების ზედმეტი დოზით გარდაიცვალა.

გლორია პირესი - 53 წლის


Rating

მსახიობი სერიალებში დღემდე მონაწილეობს და მაყურებელს ის ძალიან უყვარს. გლორიამ შესანიშნავი შემცვლელი აღზარდა. მისი ქალიშვილი, კლეო პირესი ასევე მსახიობია.

მარკუს ფროტა - 60 წლის

Rating

მარკუს ფროსტას მიმართ მაყურებელი ყოველთვის სიმპათიით იყო განწყობილი. ახლა ის 60 წლისაა და უკვე 10 წელია მსახიობობას თავი დაანება. ყოფილმა მსახიობმა საცირკო ხელოვნება შეისწავლა და ახლა ცირკის მმართველია.

კაროლინა დიკმანი - 38 წლის

Rating
ყველასთვის საყვარელი პატარა გოგონა უკვე დიდი ხანია გაიზარდა. კაროლინა 38 წლისაა და სერიალებში ისევ იღებენ. ახლა ის უბრალოდ საყვარელი გოგონა კი არა, ნამდვილი ლამაზმანია.

რეჟინა დორადო

Rating
რეჟინა სამწუხაროდ 2012 წელს, 59 წლის ასაკში, სიმსივნით გარდაიცვალა.

ტონი რამოსი - 68 წლის

Rating

ჟუკა მესტერი სერიალში "ახალი მსხვერპლი" მაყურებელს ჭარბთმიანობით დაამახსოვრდა. მის ქვეყანაში, ჭარბთმიან ადამიანებს ასე მიმართავენ: "ის ტონი რამოსივითაა".

ახლა ტონი თეატრში ბევრს მუშაობს, მაგრამ საკუთარ ცხოვრებად ტელევიზიას მიიჩნევს. აღსანიშნავია, რომ ის არასდროს თამაშობს ბოროტი ადამიანის როლს, მხოლოდ კეთილი ადამიანის ამპლუაში გვევლინება.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
ელენე
რეინალდუ ჯიანეჩინი საკმაოდ აქტიურად იღებს მონაწილეობას ,როგორც თეატრში ასევე სერიალებში და სარეკლამო რგოლებში.და რაც შეეხება მის დიაგნოზს (ლეიკემია) ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ 2011წელს განიკურნა .
22:39 / 23-06-2017
გამოხმაურება / 0 /
ნათია
ჯეინალდო ჯანეკინი ულამაზესი მამაკაცი იყო, უიშვიათესი. განსაკუთრებით სიცილი ქონდა განუმეორებელი, ახლა თუ ავადმყოფობს, ძალიან სამწუხაროა, ისე ამბობენ ბრაზილიაში შველიანო, ღმერთმა ქნას, მივესალმები.
15:28 / 23-06-2017
გამოხმაურება / 0 /
სსს
ედუუუუ
10:44 / 21-06-2017
გამოხმაურება / 0 /
კატო
რა მაგარი იყო ამათი სერიალები დღეს კი ურჯულო თურქესბ მისჩერიებიან და პრიმიტიულ ინდუსების სერიალებს. პ.ს: ვისაც ჩემი კომენტარი არ მოსწონს გაიარეოს.
00:35 / 19-06-2017
გამოხმაურება / 0 /
ალამარია
მართლაც რომკარგი სერიალები იყო! ეტყობა ნოსტალგია მოგვაწვა ;))
19:27 / 12-06-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS