30 მაისი, 2017
ტოპ 15 საუკეთესო წყვილი თურქული სერიალებიდან
ის, რაც თურქულ სერიალებში მაყურებელს ყველაზე მეტად მოსწონს პოპულარული წყვილები და მათი სასიყვარულო ისტორიებია. ამიტომ, ჩვენ მოვამზადეთ თურქული სერიალების პოპულარული წყვილების სია, რომლებიც ყველაზე მეტად უყვარს მაყურებელს.

15 ფერიდე და ქამრანი

Rating

"ნარჩიტა" დაფუძნებულია რომანზე, რომლის მთავარმა პერსონაჟმა, ფერიდემ დედა ბავშვობაში დაკარგა. ის იზრდებოდა ბიძის სახლში, თავის ბიძაშვილ ქამრანთან ერთად. მან მიიღო განათლება, გახდა მასწავლებელი და შეუყვარდა ბიძაშვილი. ისინი ერთად ძალიან ბედნიერები იყვნენ, სანამ ფერიდეს გაუჩნდა ეჭვები, რომ ქამრანის ცხოვრებაში სხვა ქალი იყო... ფერიდემ დატოვა ბიძის
სახლი და წავიდა ანტალიაში სამუშაოდ...

14 მენექშე და ალი

Rating
ახალგაზრდა წყვილი გაიქცა თავიანთი ოჯახებიდან და წარსულიდან. გაქცევა გახდა ლეგენდარული სიყვარულის დასაბამი მენექშესა და ალის შორის. ეს იყო პირველი თურქული დრამა, რომელმაც მოიპოვა საყოველთაო აღიარება, განსაკუთრებით შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში. ეს იყო კივაჩის პირველი როლი, რომლითაც მან თავი შეაყვარა მთელ აღმოსავლეთს.

13 ბაჰარი და სეიმენი

Rating
სიყვარულის ისტორია გავლენიან სოფლის მაცხოვრებელ სეიმენსა და ბაჰარს, ძალიან თანამედროვე ქალაქელ ქალს შორის. კულტურული განსხვავება გადაიზარდა კონტრასტში. სერიალი ტელე-ეკრანებზე 2003-2004 წლებში გადიოდა, მაგრამ ხალხს ჯერ კიდევ ახსოვს ეს დიდებული სიყვრულის ისტორია...

12 მირა და იამენი

Rating
მათი ისტორია, რეალურად დაფუძნებულია ცნობილ ამერიკულ სერიალზე, გარკვეული სიუჟეტური ცვლილებებით. ჩაგათაი ულუსოისა და სერენაი სარიკაიას წილად ხვდათ რაიან იამანისა და მარისა მირას როლები.

11 სილა და ბორანი

Rating
"სილია" არის შუა აღმოსავლეთის დრამა აღმოსავლურ ტრადიციებზე. სილა უნდა დაქორწინებულიყო კლანის ლიდერ ბორანზე, იმისთვის, რომ შეენარჩუნებინა ძმის სიცოცხლე. როგორღაც, სილამ დაგეგმა გაქცეულიყო ბორანისგან, მაგრამ მას ნელნელა შეუყვარდა ბორანი...

10 ასი და დემირი
Rating
დრამა ორი ოჯახის სამ თაობას შორის გამუდმებულ დავაზე. მათი ისტორია ძალიან გავს რომეოსა და ჯულიეტას ამბავს. მტრების შვილებს, ულამაზეს ულამაზეს ასისა და სიმპათიურ დემირს ძალიან შეუყვარდათ ერთმანეთი...

9 ფერიდე და მაჰირი
Rating
სერიალი მოგვითხრობს სასოწარკვეთილი სიყვარულის ისტორიასა და სამართლიანობის ძიებაზე. მაჰირის მამას ბრალი დასდეს მკვლელობაში და დააკავეს. ფაქტობრივად, ის უდანაშაულო კაცი იყო. მაჰირმა გადწყვიტა ყველაფერი გააკეთოს, მამამისის სიკვდილით დასჯისგან დასაცავად, დაიწყო ნამდვილი მკვლელის ძებნა. სამართლიანობის ძიების დროს ის შეხვდა ფერიდეს და ძალიან შეუყვარდა, მას არ ჰქონდა არჩეული მარტივად გასავლელი გზა ცხოვრებაში, მისი ცხოვრება ძალიან სახიფატო იყო, მას ყავდა მტრები, მას არ ქონდა უფლება დანებებოდა....

8 ფერიჰა და ემირი

Rating
კიდევ ერთი შეუძლებელი სიყვარულის ისტორია. დამლაგებლის ქალიშვილი და მილიონერის ვაჟი! ეს იყო დიდებული დრამა და პირველი სერიოზული როლი ჩაგატაი ულუსოისთვის.

7. შეჰრადი და ონური

Rating
შერჰაზადი არის სასოწარკვეთილი დედა, რომლის შვილი ებრძვის ლეიკემიას. მას სჭირდება ფული, რომ უმკურნალოს შვილს. ონური, შეჰრაზადის მდიდარი ბოსი, შესთავაზებს შეჰრაზატს ფულს მასთან დაწოლის სანაცვლოთ. ისინი გაატარებენ ღამეს ერთად და ამის შემდეგ გახდებიან საყვარლები.

6 ფილიზი და იილმაზი
Rating
ფილიზი და იილმაზი არიან ახალგაზრდა შეყვარებულები, რომლებიც ცხოვრობენ ღარიბ სამეზობლოში და გეგმავენ დაქორწინებას. ეკონომიკური პრობლემები გარემოებებს შეცვლის უარესობისკენ და მდიდარი ბოსი ომერი, რომელსაც გრძნობები აქვს ფილიზის მიმართ ცდილობს დააშოროს ისინი. მათი სიყვარული რეალურად იქცა, ტუბა ბუიუქუსუნსა და ბულეტ ინალი გახდნენ შეყვარებულები რეალურ ცხოვრებაშიც.

5 პოლატი და ელიფი

Rating
სერიალი გადაღებულია მაფიასა და გასაოცარ სიყვარულის ისტორიაზე ნათლიმამას, პოლათ ალემდარსა და ახლგაზრდა ადვოკად ელიფს შორის.

4 გიუმუსი და მეჰმედი

Rating
გიუმუსისა და მეჰმეთის სიყვარულის ისტორია ყველაზე პოპულარულია თურქულ სერიალებს შორის. კივანჩ ტატლიტუღმა მოიპოვა მაყურებლის სიმპათია და სიყვარული ამ ტელე-სერიალის მეშვეობით.

3 ფატმაგული და ქერიმი

Rating
ეს, ნამდვილად ყველაზე ორიგინალური ისტორიაა. ფატმაგული მდიდარი ბიჭების ჯგუფმა გააუპატიურა. ქერიმი მტკიცედ გადაწყვეტს, რომ დაქორწინდეს ფატმაგულზე, თუმცა გოგონას ის სძულს. ნელ-ნელა რაღაცები იცვლება, ფატმაგული იგებს, რომ ქერიმი არათუ იმ მოძალადეებს შორის იყო, არამედ მან გადაარჩინა ფატმაგული. ისინი გადადიან საცხოვრებლად სტამბულში, რომ დაიწყონ ახალი ცხოვრება და მათი გზები გაიყაროს, მაგრამ ბედისწერა დიდი სიყვარულით მჭიდროდ დააკავშირებს ამ ორის ცხოვრებას ერთმანეთთან...

2 ბიჰთერი და ბეჰლული

Rating
ფარული სიყვარულის მგზნებარე ისტორია. ბიჰთერი ახალგაზრდა ქალია, რომელიც დაქორწინდა მდიდარ კაცზე. ბითჰერის ცხოვრებაში არ არის სიყვარული და ეს მის ყოველდღიურობას ხდის უფერულსა და უსიამოვნოს. ბიჰთერსა და ადნანის ძმისშვილს, ძალიან სიმპათიურსა და მიმზიდველ კაცს, ბეჰლულს ერთმანეთი უყვარდებათ...

1 ჰიურემი და სულეიმანი

Rating

ბოლო წლებში გადაღებულ სერიალებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეული. ლეგენდარული სერიალი დაფუძვნებულია სულთან სულეიმანისა და ჰიურემ სულთანის ცხოვრებასა და სიყვარულზე. დიდებულ სულთანსა და ძლიერ ქალს შორის სიყვარულის ისტორიამ ისინი აქცია თურქული სერიალების ისტორიაში საუკეთესო წყვილად.

მერიემ კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS