30 მაისი, 2017
პრინცესა დიანას პირადი დიზაინერი ამხელს, თუ რატომ იკრავდა ლედი დი მკერდზე კლატჩს ყველა ფოტოში
მიუხედავად იმისა, რომ ლედი დი პირველი ლამაზმანი არასდროს ყოფილა, უბრალო ხალხმა ის შეიყვარა და მისი ჩაცმის სტილს მილიონობით ქალი მისდევდა.

დიანა ყოველწუთს ფოტოკამერების ობიექტივში ხვდებოდა. პრესა მის ყოველ მოძრაობას აკვირდებოდა და გარდერობში უმნიშვნელო ცვლილებებსაც განიხილავდნენ.

Rating

მედიაში ერთი უცნაურობაც დაფიქსირდა: სადაც არ უნდა წასულიყო პრინცესა ყოველთვის თან ატარებდა ხელის „კლატჩს“, რომელსაც თითქმის ყველა სურათში მკერდზე იკრავს.

The Telegraph
-თან ერთ-ერთ ექსკლუზიურ ინტერვიუში ჩანთების ბრიტანელმა დიზაინერმა, ანია ჰინდმარჩმა, რომლის მყიდველიც გახლდათ ლედი დი, „კლატჩის“ მკერდთან მიკვრის საიდუმლო გაამხილა.


Rating
დიზაინერის თქმით, პრინცესა დიანა ძალიან სასიამოვნო ადამიანი იყო: „ის ძალიან ლოიალური მყიდველი გახლდათ, რომლისგანაც ბევრ სიამოვნებას მიიღებდით.

ის ჩვენთან დაცვის გარეშე მოდიოდა და ზედმეტი შეზღუდვის გარეშე ყიდულობდა“.

მიზეზი, რატომაც ლედი დი „კლატჩს“ მკერდზე იჭერდა, საკმაოდ ბანალური აღმოჩნდა: უხერხულ სიტუაციაში რომ არ ჩავარდნილიყო, დიანა დეკოლტეს ამ პატარა ჩანთებით ფარავდა.

აღსანიშნავია, რომ ამ ხრიკმა პრინცესა ყვითელი პრესის ხმაურიან სათაურებს ბევრჯერ გადაარჩინა.

ანა გარელი

RatingRatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
ლილე
თამუნა გაიარე რაა
19:57 / 30-04-2018
გამოხმაურება / 0 /
კეკე
თამუნკა:)) რა სასაცილო ხარ, ხვდები მაინც?:)))
19:55 / 30-04-2018
გამოხმაურება / 0 /
თამუნას
შენი დასაცინი ეს ქალბატონი ვერასოდეს გახდება
15:30 / 31-05-2017
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
თუ ეუხერხულებოდა, რას იცვამდა დეკოლტეს.ასეთი მანერა ჩვეულებრივ დასაცინი ხდება ხოლმე.
22:25 / 30-05-2017
გამოხმაურება / 0 /
ნია
ეს ისედაც ნათელია...
18:10 / 30-05-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS