29 მაისი, 2017
პატრისა კაასი მარტოობასა და უშვილობაზე - "უნდა გამოვტყდე, რომ კარიერა ავირჩიე"
ცნობილი ფრანგი მომღერალი, პატრისია კაასი გულახდილად საუბრობს, თუ რატომ არის დღემდე მარტო და რატომ არ შექმნა ოჯახი.

მომღერალმა რამდენიმე წლის წინ იულია მენშოვას გადაცემაში, ისაუბრა არა მარტო წარმატებასა და კარიერაზე, არამედ პირად ცხოვრებაზე, წარუმატებლობასა და ტრაგედიაზე.

ვარსკვლავი საზოგადოებას არ გაურბის. მანამდე მომღერალი საკუთარ ბიოგრაფიულ წიგნში" ჩემი ხმის აჩრდილი" გამოტყდა, რომ შვილების ყოლა არ შეუძლია და წერს, რომ ამ ფაქტს უიღბლობას მიაწერს.

"ეს კიდევ ერთი გამოცდა იყო, რომელმაც ჩემზე გადაიარა. ჩვენ საკუთარ თავს ყოველთვის ამას ვეუბნებით: "რატომ მერგო ეს ტკივილი
მე?" როცა ქალი ხართ და ასეთ სიახლეს იგებთ, პირველი განცდა - უსამართლობის განცდაა. ამასთან, ჩემმა ცხოვრებამ ისიც მასწავლა, რომ ეს ერთგვარი ტუნელია, რომლის ბოლოს ყოველთვის სინათლეა და წინ უნდა იარო" - ამბობს პატრისია კაასი.

კაასი საკუთარ წიგნში ასევე აღნიშნავს, რომ ჰქონდა შანსი გამხდარიყო დედა, თუმცა ეს შანსი არ გამოუყენებია: "მე მრავალშვილიანი ოჯახის სქემა დავარღვიე. შემეძლო დედა გავმხდარიყავი, ბუნებამ ამის შანსი არაერთხელ მომცა, მაგრამ უარი ვთქვი. უნდა გამოვტყდე, რომ კარიერა ავირჩიე".



საუბრისას პატრისიამ თამამად უარყო ბავშვის აყვანის იდეა და განმარტა: "ბავშვის აყვანაზე სერიოზულად არასდროს მიფიქრია. არ მსურს ბავში ვიშვილო, თუ გვერდით მამაკაცი არ მეყოლება. ამისთვის ძალა არ მაქვს. შემიძლია, ბევრი სიყვარული გავცე, მაგრამ დრო...

თანაც მე ცხოვრებისგან ჯერ საკმარისი სიამოვნება არ მიმიღია. რასაც ახლა ვამბობ, შესაძლოა ეგოისტურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს რთულია..."

ანა გარელი



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS