ჩაგატაი ულუსოუ, პიროვნება, რომელზეც თამამად შეიძლება ითქვას, რომ დაიბადა ვარსკვლავად. ეს ქარიზმატული ახალგაზრდა ცდილობს, არ მიიქციოს ყვითელი პრესის ყურადღება, მას ამჟამად მხოლოდ კარიერა აინტერესებს და მიდის კიდეც მწვერვალისკენ.
მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 25 წლისაა უმაღლეს განათლებასთან ერთად უკვე დიდი პოპულარობაც მოიპოვა. მას ნიჭთან ერთად გარეგნობაც ხელს უწყობს.
ჩაგატაი 22 წლის იყო, როცა "მისტერ თურქეთის" წოდება მიანიჭეს, ის მას შემდეგ განაგრძობს გოგონების გულების დაპყრობას.მას ურთიერთობა ჰქონდა თურქ ლამაზმანთან სერენაი სარიქაიასთან.
ჰქონდა თუ არა რომანი ჩაგატაი ულუსოუს რომანი მერი ჰილთან? -"მსახიობის ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაში სდებენ ბრალს..."" width="500" style="font-size: 12.16px; vertical-align: baseline;" />
ეჭვი აქვთ, რომ მსახიობს რომანი ჰქონდა ვიქტორია სეკრეტის მოდელ მარი ჰილისთან. მიუხედავად იმისა, რომ მოდელი უარყოფს თურქ მსახიობთან ურთიერთობას, მედიაში არ წყდება მათზე მითქმა-მოთქმა.
ამჟამად მსახიობის ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაში სდებენ ბრალს და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
პრობლემებისა და სირთულეების მიუხედავად, მსახიობი წინ მიიწევს, ის ამჯერად მონაწილეობას იღებს რეიტინგულ სერიალში, ისეთ პოპულარულ მსახიობებთან ერთად, როგორებიც არიან არას ბულუტ იემენილი და ბენსუ სორალი.
ასევე ამბობენ, რომ კომპანია "au yapim" შესთავაზა მსახიობს კიდევ ერთ სერიალში მონაწილეობა. ის განაგრძნობს წინსვლას და მომავალში კიდევ ბევრ საინტერესო როლს შემოგვთავაზებს.