25 ნოემბერი, 2013
მსოფლიოს მერვე საოცრება - ანდრე გიგანტი
მისმა ძვლებმა სწრაფად დაიწყო ზრდა, რის გამოც უკვე ბავშვობაში ნამდვილ გიგანტს ჰგავდა. 17 წლისა უკვე 2-მეტრიანი გახლდათ პროფესიონალურ რესტლინგში (ბრძოლა წესების გარეშე) ბევრი ვარსკვლავია, თუმცა მხოლოდ ერთს ერგო ტიტული ''მსოფლიოს მერვე საოცრება''. ეს ანდრე გიგანტი იყო, რომელიც 1970-60-იან წლებში გამოდიოდა რინგზე და საზოგადოებას აოგნებდა.

1993 წელს ანდრე პირველი რესტლერი გახდა, რომელიც რესტლინგის მსოფლიო ფედერაციის დიდების ხეივანში შეიყვანეს. ის კინოშიც წარმატებით მონაწილეობდა, ძირითადად, შვარცენეგერთან ერთად. საოცარია, მაგრამ ანდრეს ფონზე შვარცი თითქმის ბავშვს ჰგავდა.

ანდრე გიგანტის ნამდვილი სახელი ანდრე რენე რუსიმოვი იყო. ის 1946 წელს საფრანგეთში, გრენობლში დაიბადა. ამ პროფესიონალი მებრძოლის სიმაღლე 2,24 მეტრი იყო, წონა - 240 კგ. სიყმაწვილისას აკრომეგალიით დაავადდა, რომელმაც მის ორგანიზმში ცვლილებები გამოიწვია. მისმა ძვლებმა სწრაფად დაიწყო ზრდა, რის გამოც უკვე ბავშვობაში ნამდვილ გიგანტს ჰგავდა. 17 წლისა უკვე 2-მეტრიანი გახლდათ.

მისი მშობლები სოფლის მეურნეობით იყვნენ დაკავებული. ანდრეს ზომები თავიდანვე უქმნიდა მათ სირთულეებს. თვითონ კი გადაწყვიტა, გიგანტური ზომები რაიმე პოზიტიური საქმისთვის მოეხმარა და პროფესიონალური სპორტის გზით წავიდა.

18 წლამდე უკვე მონაწილეობდა პაექრობებში. თავისი ქარიზმატული ბუნების, კარგი ხასიათის გამო მაყურებლებს მალე შეუყვარდათ. მისი პირველი ფსევდონიმი იყო ''ეიფელის კოშკის ურჩხული'' . მიუხედავად იმისა, რომ არც ისე გამოცდილი მებრძოლი იყო და არ ჰქონია ბევრი პრესტიჟული წოდება თუ გამარჯვება, მაინც თავიდანვე ახერხებდა სახელოვანი რესტლერების მიწაზე დანარცხებას.

თითქმის ოცი წელი გაატარა რესტლინგში და აქედან 15 წელი დაუმარცხებელი რჩებოდა. მის დამარცხებასაც იმიტომ ახერხებდნენ, რომ რაც ასაკი ემატებოდა, ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდებოდა. მისი დაუძინებელი მტერი კიდევ ერთი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი იყო. მათი ორთაბრძოლები შეუდარებელი გახლდათ და უამრავ მაყურებელს იზიდავდა.

ერთ დღესაც, გასახდელში, ანდრე ჰალკს შეუთანხმდა, რომ თავს დაამარცხებინებდა. ასეც მოხდა. ანდრემ ყველაფერი გააკეთა, რომ იმ დღეს ჰალკის სახელი ისტორიაში შესულიყო, თვითონ კი თანდათან ჩრდილს მიფარებოდა.

ამასობაში კინემატოგრაფმაც მიუსწრო და რამდენიმე იმ დროის ცნობილ ფილმში მიიღო მონაწილეობა: ''პრინცესა პატარძალი'' , ''კონანი დამანგრეველი'' და ''დედის შეცვლა'' .
აი, როგორ იხსენებდა მას არნოლდ შვარცენეგერი:

- ანდრე ძალიან ხელგაშლილი იყო. როცა ვინმესთან ერთად რესტორანში მიდიოდა, აუცილებლად თვითონ იხდიდა. ერთხელ ვახშმის შემდეგ ვუთხარი: ''მე გადავიხდი!'' ის კი არ შემეკამათა, უბრალოდ, სკამიანად ამიყვანა, სახესთან მიმიყვანა და ლაკონურად თქვა: ''მე ვიხდი!''

ანდრე 1993 წელს პარიზის სასტუმროში გარდაიცვალა. ერთი შეხედვით დაუმარცხებელ და გიგანტურ ადამიანს გულმა უმტყუნა.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
აუუუუუფფფ
საღოლ მეც მინდა ამხელაა ვიყო და ასეთი ძალა მქონდეს. ძალიან გამოკვირდა როცა გავიგე რესლინგში 15 წელი დაუმარცხებელი იყოო ეს შეუძლებელი წარმომედგინაა მაგრამ , თურმე სიმართლეაა. სგსგსგსგ საღოოოოოოოოოოოლლ
20:11 / 25-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ომგ
ვაიმე რამხელაა მაგრამ, ამას ერთი პლიუსი აქვს ძალიან ძლიერი ხარრრ....
20:09 / 25-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS