25 მაისი, 2017
ბელა ჰადიდის, რომელიც ქართულ ჩოხაში გამოჩნდა, ცნობა გაგიჭირდებათ

 

24 მაისს, რომში Bulgari Goldea Roman Night-ის ახალი არომატის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის სახეც ბელა ჰადიდი გახლავთ.

თუმცა როცა 20 წლის მოდელი სცენაზე გამოჩნდა, ღონისძიების სტუმრებს მისი ცნობა გაუჭირდათ.

საქმე იმაშია, რომ გოგონამ მოკლე „ჩოლკა“ შეიჭრა და თმა მთლიანად უკან გადაიტანა. ისეთი განცდა რჩება, რომ თითქოს ჯიჯი ჰადიდის დას მოკლე ვარცხნილობა აქვს.

სტილისტების თქმით, ბელას ამ ღონისძიებისთვის მომზადებისას, მათი შთაგონების წყარო ოდრი ჰეპბერნი გახდა.
„ძალიან ვამაყობ იმით, რომ ლეგენდარული ესპანური კიბის გავლა და Bulgari-ის ახალი არომატის
წარდგენა მხვდა წილად.

ეს ჩემი დიდიხნის ოცნება იყო და ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ოდესმე ამიხდებოდა. ყველაფერი ისეა, როგორ კინოში“ - გამოტყდა ბელა საკუთარ მიკრობლოგში.

ჩვენებამდე რამდენიმე საათით ადრე კი ბელა ჰადიდი ქართულ ჩოხაში გამოეწყო. ქართულ სამოსში გადაღებული ფოტო მოდელმა ინსტაგრამზე ატვირთა და ფოლოვერების დიდი მოწონება დაიმსახურა.

განსაკუთრებით აქტიურობდნენ, ქართველი ინსტაგრამმომხმარებლები, რომლებიც სავსებით სამართლიანად წერდნენ, რომ მოდელს ქართული ჩოხა ძალიან მოუხდა.

ანა გარელი


Rating

 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS