17 მაისი, 2017
ყავისა და ენერგეტიკული სასმელების ზედმეტი დოზით 16 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა
ამერიკის შტატ სამხრეთ კაროლინაში გარდაიცვალა მოზარდი, რომელმაც ძალიან დიდი რაოდენობით კოფეინის შემცველი სასმელი მიიღო. ამის შესახებ BBC News-ი გვამცნობს.

2 საათის განმავლობაში 16 წლის დევის ალენ კრაიპმა დალია ლატე, დიდი ბოთლით Mountain Dew და ენერგეტიკული სასმელი, რომელსაც არ ასახელებენ. ეს ყველაფერი 450 მილიგრამ კოფეინს შეიცავდა.

სპეციალისტების დასკვნით ამან გამოიწყვია არითმია და გულის შეტევის მიზეზი გახდა, რამაც ახალგაზრდა ფატალურ შედეგამდე მიიყვანა.

აღსანიშნავია, რომ კრაიპს ჭარბი წონა არ აწუხებდა და არც გულის პრობლემები ჰქონდა.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS