12 მაისი, 2017
მონიკა ბელუჩი ქერა გახდა - იტალიელმა მსახიობმა იმიჯი რადიკალურად შეიცვალა
მონიკა ბელუჩის გარეგნობაში ცვლილებები იშვიათად შეაქვს. თუმცა, გუშინ საკუთარ ინსტაგრამზე, იტალიელი მსახიობი მოულოდნელი იმიჯით გამოჩნდა - 52 წლის ვარსკვლავი ქერა გახდა.

მონიკამ, ფრანგული ჟურნალის Madame Figaro სპეციალური გამოშვების გადაღებისთვის იმიჯი რადიკალურად შეიცვალა.
შეგახსენებთ, რომ წელს მონიკა ბელუჩის კანის კინოფესტივლის გახსნა და მისი დახურვა ხვდა წილად, რომელიც საფრანგეთში 17-დან 28 მაისის ჩათვლით გაიმართება.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ბელუჩი ქერა თმაში მოგვევლინა. ამავე ამპლუაში ის 2007 წელს ფილმში „მეორე ამოსუნთქვა“ ვიხილეთ. იხილეთ ფოტოგალერეა
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS