11 მაისი, 2017
გრიგორი ლეპსი რუსული აგრესიის გამართლებისთვის "Миротворец"-ის „შავ სიაში“ მოხვდა
რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი და კომპოზიტორი საიტის "Миротворец" ბაზაში, ოკუპირებულ ყირიმში უკანონო ვიზიტის გამო მოხვდა.

გვერდი განმარტავს, რომ მომღერალი ბაზაში რუსული აგრესიის გამართლებისთვის მოხვდა.

2014 წელს, ერთ-ერთ ინტერვიუში ის ამბობდა: „იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დალაგდება და საშინელი სიზმარივით დავიწყებას მიეცემა.

ჩვენ კი ძველებურად - მეგობრულად, მშვიდად და შეთანხმებულად ვიცხოვრებთ. პრინციპში, არც ამჟამად ვცხოვრობთ ცუდად.

ჩვენ ხომ უკრაინასთან არ ვომობთ. ეს უკრაინელები ცდილობენ ერთმანეთში გარკვევას. დაე, გაერკვნენ“.

2014 წლის 10 აგვისტოს, ის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმს
ესტუმრა, სადაც კონცერტი გამართა.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS