11 მაისი, 2017
პუტინის ფავორიტი ქალი - ალინა კაბაევა ამხელს, თუ როგორ ინარჩუნებს იდეალურ ფორმებს
ბოლო დროს ალინა კაბაევა საზოგადოებაში სულ უფრო ხშირად ჩნდება. ის ყოველთვის ახერხებს საკუთარი გარეგნობით შთაბეჭდილების მოხდენას.

ცოტა ხნის წინ, ჟურნალთან StarHit ინტერვიუში სპორტსმენმა პირადი საიდუმლოებები გაამხილა:

"ვცდილობ, ყოველთვის ბედისწერის მადლიერი ვიყო იმისთვის, რაც მაქვს და რაც მქონდა. საქმეს, რომელსაც ხელს მოვკიდებ, მინდა კარგად შევასრულო და დავეხმარო მათ, ვისი დახმარებაც შემიძლია. მიყვარს ჩემი სამუშაო და არ ვდებ იმის პირობას, რის შესრულებაც არ შემიძლია" - ჰყვება ჩემპიონი.

"ჩემი რჩევაა - რაც შეიძლება მეტი მოძრაობა. და, რა თქმა
უნდა, ეცადოთ ზედმეტად არ დანაყრდეთ. შეიძლება ყველაფერი, მაგრამ ზომიერად" - აღნიშნა კაბაევამ და დაამატა, რომ დიეტების წინააღმდეგია, თუმცა განტვირთვის დღეებს ემხრობა.

ალინა კაბაევას გარეგნობა თებერვალში შეაფასეს, როცა სპორტსმენი საერთაშორისო ტურნირს დაესწრო. თეთრი კაბა მის მოხდენილ სხეულს კვეთდა, რაც პრესაში განხილვის თემა გახდა.

ანა გარელი




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ჯემალი
კარგი კი არის და ეძახეთ კაბაევა
17:32 / 11-05-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS