10 მაისი, 2017
ანჯელინა ჯოლიმ სახლი ბრედ პიტის მეზობლად იყიდა - მსახიობმა ყოფილ ქმართან შერიგება გადაწყვიტა?

 

გამომცემლობა The Daily Mirror-მა გვამცნო, რომ ანჯელინამ ყოფილ ქმართან შერიგება გადაწყვიტა და ბრედ პიტის საცხოვრებელთან ახლოს სახლი შეიძინა.

41 წლის მსახიობმა ლოს-ანჟელესის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სახლი შეარჩია.

სახლს 6 საძინებელი, 10 სააბაზანო, ბიბლიოთეკა, სპორტ-დარბაზი და საცურაო აუზი აქვს. რაც მთავარია, ყოფილი მეუღლე მხოლოდ 3 კმ-ის მოშორებით ცხოვრობს.

ახალი საცხოვრებლის ღირებულება 25 მილიონი $-ია.

ამის შემდეგ თაყვანისმცემლებმა მიიჩნიეს, რომ ანჯელინას ბრედთან ურთიერთობის დათბობა სურს და მის სიახლოვეს სახლი შეიძინა, რათა ბავშვების მონახულება უფრო ხშირად შეძლოს.

სხვა ვერსიით,
ენჯისთან ახლოს სახლი ბრედმა იყიდა და ამით ყოფილი ცოლის გულის მოგებას ცდილობს.

ანა გარელი

 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS