„ევროვიზია-2017“-ის პირველ ნახევარფინალში მეცხრე ნომრით, ერთ-ერთი ფავორიტი კონკურსანტი, პორტუგალიის წარმომადგენელი, 27 წლის სალვადორ სობრალი გამოვიდა.
მომღერალმა მაყურებელი სიმღერის წარმოუდგენლად ლირიკული შესრულებით მონუსხა.
მის კომპოზიციას "Amar Pelos Dois" ჰქვია, რაც ქართულად „სიყვარული ორისთვის საკმარისია“ ნიშნავს.
სოციალური ქსელის მომხმარებელი სალვადორის ემოციური შესრულებით აღფრთოვანებულია. ბევრი მას პოტენციურ გამარჯვებულადაც მოიაზრებს.
სალვადორ სობრალი ლისაბონში დაიბადა, თუმცა აშშ-ში დიდხანს ცხოვრობდა, საიდანაც ბარსელონაში გადავიდა.
მის ცხოვრებაში მუსიკა დიდ როლს თამაშობს, ამიტომ ლისაბონის უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტი მიატოვა და ესპანეთის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ
სალვადორმა პოპულარობა, ცნობილ პორტუგალიურ შოუში "Ídolos" მონაწილეობისას მოიპოვა. შემსრულებელმა პროექტის მესამე სეზონში მეშვიდე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია ისიც, რომ მომღერლის და, ლუიზა ასევე კარგი მომღერალია. ის "Ídolos" - ის ერთ-ერთი გამარჯვებულია.
შეგახსენებთ, რომ დაავადების გამო სალვადორი „ევროვიზია-2017“-ზე ბოლო მონაწილე გახდა, რომელიც კიევში ჩავიდა. მან რეპეტიციები გააცდინა და მხოლოდ 7 მაისს, კონკურსის გახსნაზე ჩაფრინდა.
მომღერალი ბავშვობიდან გულის დაავადებით იტანჯება და სხვა მონაწილეების მსგავსად ყველა ტურში კონკურენციის გაწევა არ შეუძლია.
პრეს-კონფერენციებსა და გაუთვალისწინებელი სიტუაციების შემთხვევაში, შემსრულებელს საკუთარი და, ლუიზა ჩაანაცვლებს, რომელიც სიმღერის ავტორი გახლავთ.
ანა გარელი